by მარიამ ბიწაძე
Mariam Bitsadze
2023 წლის ზაფხულში, ზუსტად მაშინ, როცა ჩემი კოლეგების უმრავლესობა ეროვნული კინოცენტრის დასაცავად ფიზიკურად იდგა შენობის წინ, მე მინსკში, ავსტრიულ გადაღებას ვმართავდი. ასე მომეცა უნიკალური შანსი, მენახა ის მომავალი, რომელსაც დღევანდელი კულტურის სამინისტრო და ზოგადად, საქართველოს პოლიტიკური მიმართება გვთავაზობს.
90-იანებში დაბადებულს, მხოლოდ საბჭოთა კავშირის ადამიანური ნარჩენები დამხვდა, დაწერილი ისტორია და უამრავი მონაყოლი. თეორიულად კარგად ვიცი რა არის ტოტალიტარიზმი მაგრამ მე მაინც თავისუფალ საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, ყველაფერი რაც შეზღუდვებთან იყო კავშირში, მხოლოდ მსმენოდა, არ შევხებივარ. მინსკში კი გავიგე რომ შეიძლება კინემატოგრაფიული პეიზაჟი მხოლოდ ლამაზ სამშობლოზე, ლამაზი სურათებით კომპლექტდებოდეს. იქ მხოლოდ „ლამაზი“ სცენარები პოულობენ ფულს, პოლიტიკური დისკურსი ხელუხლებელია და ეს ყველაფერი, ცალკეული, პატარ-პატარა კანონებით, არაპირდაპირ რეგულირდება.
გასაოცარია, რამდენად სწრაფად ადაპტირდება ადამიანი რეპრესიულ გარემოსთან, თუ მას ავსტრიულ კომპანიაში მომუშავე უცხოელის სტატუსი იცავს. ბელორუსში ჩემი სამთვიანი ყოფნის განმავლობაში ფართოდ გახელილი თვალებით, უსაფრთხოდ ვაკვირდებოდი იქ ცხოვრების მწარე რეალობას. სადაც ადამიანებს რეგულარულად აპატიმრებენ მაგ. იმიტომ რომ ბელორუსულად მეტყველებენ (ნაციონალისტური ქმედების გავრცელებას იქ კანონი კრძალავს) და ასეთი მოვლენები ნორმალიზებულია.
თითქოს წყლის განაპირას ვიდექი, რომელშიც უამრავი ადამიანი იხჩობოდა და მე ვერაფერს ვაკეთებდი, მხოლოდ ვუყურებდი და ასევე ვხედავდი ძალიან ბევრი ადამიანის უშედეგო ცურვას ამავე წყალში, წელგამართულ, მშვიდ ცურვას, რომელიც სრულიად უხმოდ უნდა შესრულდეს, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში შეამჩნევენ და დაახრჩობენ.
ისინი აგრძელებენ უხმოდ ცურვას, თუმცა, არავინ იცის რამდენი ხნით.
იქაურ ყოფაზე სარკესავით მეფიქრება. საქართველოს კულტურის სივრცეში არსებული რეალობა იმდენად სწრაფად იქნა დასახიჩრებული, იმდენად დიდი შრომით აგებული ორგანიზმის განადგურებას ემსახურება სისტემა ამ მომენტში რომ შეუძლებელია არ იფიქრო შენი და შენი კოლეგების მომავალზე და ყელში რაღაცამ ძალიან არ მოგიჭიროს. ბელორუსში ერთპიროვნული დიქტატურაა, რომელიც კრემლის საამებელ პოლიტიკას ატარებს. კულტურის პოლიტიკა ჩვენთან, ძალიან ემსგავსება ამ ერთპიროვნულ დიქტატურას, რომელიც არა კონკრეტული იდეოლოგიის ან რუსეთისკენ სვლას, არამედ ერთი ადამიანის გემოვნებაზე მორგებას ისახავს მიზნად.
ზოგადად, ძალაუფლების თვისებაა ასეთი, დროზე დიდ ხანს მისი ფლობა ადამიანის ყველაზე ბნელ კუნჭულში არსებულ სურვილებს ასხავს ფრთებს და როგორც წესი, თანამედროვე სამყარო ცდილობს, ძალაუფლება ზომაზე დიდ ხანს ერთ ადგილას არ გააჩეროს, თუმცა რიგი ქვეყნები, მაგ. ჩვენ და ბელორუსი მანდ არ ვართ, ჩვენ ძალიან გვიძნელდება ძალაუფლებას ჩაჭიდებულ პირთა მოშორება, არადა, ჩვენი დაქირავებული პირები არიან და აკრძალვებითა და მუქარებით ბრძოლას მხოლოდ მაშინ იწყებენ, როცა ჩვენი ეშინიათ.
ფსიქოლოგიაში არის ასეთი ტერმინი, სუბლიმაცია, ადამიანს აქვს უნარი რომ სექსუალური ლიბიდოზური ენერგია მიმართოს საქმისკენ და ასე მიაღწიოს კულმინაციას, იგივე ვრცელდება დაგროვილ შემოქმედებით ენერგიებზეც, მაგრამ მისი სუბლიმირება თითქმის შეუძლებელია, განუხორციელებელი შემოქმედებითი ენერგია ილექება, რაც ხშირად რიგ პრობლემას იწვევს. ადამიანი რომელსაც ხელოვნების კეთება უნდა და ამ სურვილს წლობით ვერ იკმაყოფილებს აუცილებლად ნადგურდება. სწორედ ასეთი ადამიანებით დაკომპლექტებული ქვეყნის მართვაა დიქტატორის ოცნებაც. ბელორუსების თვალებში მუდმივად ირეკლება შემოქმედებითი ხმის ჩახშობით გამოწვეული სევდა, ამაზე დაკვირვებამ დამაფიქრა იმ შემაშფოთებელ ფაქტზე, რომ ბელარუს ხალხს მათი წილი თავისუფალი სიტყვის უფლება მხოლოდ სამშობლოდან შორს აქვთ.
მინსკში რომ მივდიოდი, მეგობრები ხუმრობით მეუბნებოდნენ, საბჭოთა კავშირს ნახავო, მეც მეცინებოდა, დღეს აღარ მეცინება. იმაში რაც ვნახე, სასაცილო არაფერია, დროში გაჭედვის, სტერილურობის და საოცარი შიშის შეგრძნებებია მხოლოდ, შიშის რომ რამე მსგავსი შეიძლება შენს სამშობლოსაც დაემართოს, თუმცა ჩემ შემთხვევაში შიშს ენერგია მოაქვს, ბრძოლის ძალასა და ჟინთან ერთად რომ არავის, არასდროს მივცე უფლება წამართვას თავისუფლება ჩემს ქვეყანაში, შესაბამისად, ირაკლი ჩარკვიანის არ იყოს, შეიძლება მე ვერ მოვიგო ომი, მაგრამ ბრძოლას ვერასდროს დავანებებ თავს.
In the midst of the summer, my professional obligations led me on a shooting expedition to Belarus. It turned out to be a profoundly symbolic experience, resembling a glimpse into the future that the Ministry of Culture envisions for us. The cinematic landscape there is curated to project a certain image – only "nice" movies find a place, and the very idea of crafting a script about queer themes is deemed unthinkable. Political discourse is a realm left untouched, an unspoken rule reinforced by the harsh reality unfolding daily.
Throughout my three-month stay, I witnessed the grim truth of life in Belarus. People faced imprisonment regularly, and the normalization of such occurrences began to gnaw at my conscience. It's disconcerting how swiftly one can adapt to a repressive environment when shielded by the status of a foreigner working for an Austrian company. I held a green card, but beyond that, I observed the silent struggle of the Belarusian people, who, like us, are endowed with remarkable talents.
Yet, they remain muted.
The disheartening sadness reflected in their eyes echoed a profound truth – the stifling of creativity and the suppression of voices. It left me contemplating the unsettling reality that speaking out, the very act of dissent, often leads to one's exodus from their homeland. It's a decision I've found myself mulling over extensively.
For now, I've made a conscious choice not to escape. Instead, I'm choosing to stay, to continue my work, and to disrupt the status quo by executing my craft authentically and unapologetically. The experiences in Belarus have served as a stark reminder of the importance of resilience and the need to fiercely protect artistic expression. I am committed to staying, shooting, and, in doing so, challenging the norms that seek to silence the creative spirit.